დღეს, 3 სექტემბერს, 17:00 საათზე გორის თეატრის მიმდებარედ სამშვიდობო პოსტერების გამოფენა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი “ახალგაზრდები და ხელოვნური ინტელექტი სტერეოტიპების წინააღმდეგ” განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროგრამის COBERM მხარდაჭერით.
პროექტი ითვალისწინებდა ქართველი და ოსი ახალგაზრდების ერთობლივ მუშაობას მულტიმედიურ კონტენტზე, რომელიც მიმართულია კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებისკენ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჩატ ბოთი NELI, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარევა, უკეთ გაერკვნენ ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიაში, ოსების მიერ ქართული კულტურისა და სპორტის განვითარებაში შეტანილ წვლილში.
“გაეცნობით თუ რა ვითარებაა დღეს კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიღმა და ამას ყველაფერს პროექტის მონაწილე ახალგაზრდების თვალით შეხედავთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს houseofpeace.net გაეცანით იქ განთავსებულ მასალებს, ესაუბრეთ NELI-ს და ჩვენს პრეზენტაციაზე უპასუხეთ დასმულ შეკითხვას ქვიზებიდან, სანაცვლოდ კი მოიგებთ ბრენდირებულ მაისურს ან ჩანთას”, – აცხადებენ პროექტის წარმომადგენლები.