ახალი ამბები

გორში საკრებულოს დეპუტატი ქალი სცემეს

გორში საკრებულოს დეპუტატი ქალი სცემეს. დაზარალებულის თქმით, მასზე ფიზიკურად სამმა მამაკაცმა იძალადა.

“სამივე თავდამსხმელის იდენტიფიცრება შემიძლია. ისინი არიან ჩემი მეზობლები, რომლებსაც სხვადასხვა დროს კონფლიქტი ჰქონდათ კანონთან. მათ ნეგატიური დამოკიდებულება ჩემ მიმართ ახალი არ არის. საერთო ეზო გვაქვს და ამის გამო, სულ აგრესიულები არიან. უბრალოდ ამჯერად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აღარ დასჯერდნენ და ფიზიკურადაც შემეხნენ”, – ამბობს საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი.

დეპუტატმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა, თუმცა როგორც ამბობს, ფაქტზე ადეკვატური რეაგირება ვერ მიიღო.

“გადამიყვანეს გამოკითხვაზე და იქაც ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გავხდი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თვითონ ფაქტი ნაკლებად აინტერესებდათ და იმის გარკვევით იყვნენ დაკავებულები, რომელ პარტიას წარმოვადგენდი. ეს ჩემი მეზობლები ისევ ეზოში არიან და არც ის ვიცი, აპირებს ვინმე მათ დასჯას, თუ არა”.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ ფაქტს სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

დატოვეთ კომენტარი