გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 23 აგვისტოს, ერთდროულად 14 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, რომლის ჯამური ღირებულება 345 727 ლარია.
თითოეული ხელშეკრულების ღირებულება 5 000 ლარზე მეტია და უკავშირდება “სოფლის მეურნეობის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს.
გზების მოხრეშვა, ამბულატორიების რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა, საბავშვო ბაღების ეზოს რეაბილიტაცია – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის 28-ზე მეტ სოფელში განხორციელდება.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ, 14-ვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩამონათვალს:
- პატარა ხურვალეთში, საყავრეში, ფიცესში და წითელწყაროში, პირუტყვის დასაწყურებლების მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 33 382.8 ლარს;
- სოფელ ღვარებში შიდა საუბნო გზების მოხრეშვის სამუშაოები – ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 9 587.50 ლარს;
- ქვემო ნიქოზში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 14 515 ლარს;
- სოფელ თორტიზაში და დიდ გარეჯვარში, სკვერების მოწყობის სამუშაოები; ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 31 028.63 ლარს;
- სოფელ ერგნეთში სკვერის მოწყობის სამუშაოები – 23 679 ლარი;
- სოფელ არაშენდაში არსებული სკვერის და სატრენაჟორო სივრცის შემოღობვის, ხოლო სოფელ ვარიანში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები – 34 626.99 ლ;
- სოფელ ფხვენისში საფეხბურთო ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის და საჭიდაო არენის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 14 011.85 ლარი;
- სოფელ კარბში და მერეთში საბავშვო ბაღის ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები – 30 845.72 ლარი;
- სოფელ დეგეულაში, მუმულაანთ კარში, დიდი ატენში და ბერბუკში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები – 37 886.65 ლარი;
- სოფელ ბერშუეთში და ზეღდულეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გასწვრივ ღობის მოწყობის სამუშაოები – 29 188.54 ლარი;
- სოფელ ზარდიაანთკარში და ზემო რეხაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გასწვრივ ღობის მოწყობის სამუშაოები – 31 611 ლარი;
- სოფლებში – ქვემო რიეთი, ზემო ბოშური და ბობნევი, სკვერების მოწყობის სამუშაოები – 30 963 ლ;
- სოფლებში – ნადარბაზევი, ხიდისთავი ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები – 37 000 ლ;
- სოფლებში – ციცაგიაანთკარი და კვარხეთი ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები – 27 406 ლარი.
დატოვეთ კომენტარი