დამძიმებული ეპიდვითარების გამო სხვა კლინკიკებთან ერთად გადატვირთულია გორის სამხედრო ჰოსპიტალიც. კოვიდ განყოფილების ფუნქციონირების შედეგად კლინიკაში საწოლების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მზად არიან საავადმყოფოს საწოლფონდი გაზარდონ.
ჰოსპიტალის ადმინისტრაცია მზაობას გმოთქვამს, რომ საკუთარი სახსრებით, დამატებით, საკმაოდ დიდი სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა შეიძინონ.
“პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა, ჟანგბადის მოხმარების რაოდენობა მატულობს. არ გამოვრიცხავთ საჭირო შეიქმნას დამატებითი საწოლფონდის გამოყოფა, აქედან გამომდინარე, ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება შეიძინოს კიდევ ერთი ჟანგბადის ქარხანა,” – აცხადებს ჰოსპიტალის დირექტორი, მალხაზ ურთმელიძე.
დატოვეთ კომენტარი