ახალი ამბები

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მერის წარმომადგენელი გახარიას გუნდს შეურთდა 

გორში, წმინდაწყლის დასახლების მე-2  ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, გიორგი როსტომაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში “საქართველოსთვის” გადავიდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, როსტომაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

“ის განუკითხაობა, რაც დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში, რეგიონსა თუ ქვეყანაში ხდება, ის ზეწოლები, უღირსი დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ, აღარ მაძლევს მორალურ უფლებას მერქვას “ქართული ოცნების” მერის წარმომადგენელი გორის წმინდაწყლის # მე-2 ადმინისტრაციულ ერთეულში. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა და ჩემი გორისთვის, გორელებისთვის შრომა და ბრძოლა გავაგრძელო ყველაზე ძლიერი ლიდერის, გიორგი გახარიას პროფესიონალი, ღირსეული და კეთილსინდისიერი ადამიანების გუნდთან ერთად”, – ამბობს როსტომაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი