ახალი ამბები

გორის მუნიციპალურ ავტობუსში ასვლისთანავე გადაუხდელობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 

გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს მგზავრობის საფასური ავტობუსში ასვლისთანავე გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. 

აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოზე დაამტკიცეს. 

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს ასევე, რომ დაიცვან რეგულაციები და მგზავრობისას ატარონ პირბადე. 

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას მზავრობის საფასურისს გადახდა სამგზავრო ბარათით ან თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. მგზავრობის საფასური 50 თეთრია. 

დატოვეთ კომენტარი