ახალი ამბები

“შაშვი შაშვი მაყვალი” – რომანის საჯაროდ კითხვა და მსჯელობა გორში გაიმართება

22 აგვისტოს, კვირას 16:00 საათზე, გორში, ხელოვნების სახლში გაიმართება (გურამიშვილის ქუჩა #5) ახალი რომანის “შაშვი შაშვი მაყვალი” საჯაროდ წაკითხვა. ღონისძების ორგანიზატორი ახალგაზრდა ფემინისტების ჯგუფია, რომელიც ცოცხალ ბიბლიოთეკაზე დასწრების მსურველებს წიგნში გნახილული სხვდასხვა საკითხის შესახებ მსჯელობას სთავაზობს.

შეხვედრას მხოლოდ 20 მონაწილე დაესწრება და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მისი მსვლელობისას მკაცრად იქნება დაცული COVID-19 დაკავშირებული რეგულაციები – დისტანცია,პირბადე, ტემპერატურის კონტროლი.

მონაწილეებთან ერთად წავიკითხავთ რომანის რამდენიმე ნაწილის და ვიმსჯელებთ მასში გნახილული სხვდასხვა საკითხის შესახებ. ცოცხალ ბიბლიოთეკაში მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ “შაშვი შაშვი მაყვალი”-ს წიგნი“,-აცხადებენ ახალგაზრდა ფემინისტების ჯგუფში.

ინფორმაციისთვის, ღონისძიება ხორციელდება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფემინისტების“ მიერ კამპანია ” ცოდნა მიცავს მე” ფარგლებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში.

შეხვედრაზე დასასწრების მსურველებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები