ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოსაცდელების მოსაწყობად 20 ათას ლარამდე დაიხარჯება

გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ქორდასა და თორტიზაში ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

ადგილობრვმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 20 990 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი