უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაცია დაადასტურეს გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოშიც. უწყების ცნობით, ცალკეული შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებისა და ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო წესდება.
“როგორც იცით, უწყებათაშორისი საკორდიინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას წყვეტს. მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს გორშიც”, – აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, 3 კვირის განმავლობაში, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
დატოვეთ კომენტარი