ახალი ამბები

გორში, ვერხვების დასახლებაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გორში, ვერხვების დასახლებაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა ტოიოტას.

“ერთი ადამიანი დაშავდა და სასწრაფომ წაიყვანა” , – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

პოლიციამ მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი