უამინდობამ პრობლემები შექმნა გორში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქში 2 კორპუსს ახადა სახურავი და წაქცეულია სამი ხე.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყველა შესაბამისი უწყება შემთხვევის ადგილებზე მუშაობს.
“შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ გორის მერიის ყველა შესაბამისი უწყების, კეთილმოწყობის სააგენტოს და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.გორის მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძლიერი ქარის გამო შექმნილი პრობლემები დროულად აღმოიფხვრას და მოგვარდეს”, – აცხადებენ მერიაში.
ინფორმაციისთვის, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა გუშინაც. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და რამდენიმე ადგილას ხე წაიქცა.
დატოვეთ კომენტარი