ახალი ამბები

ბათუმის საჭადრაკო ფესტივალზე გორელებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს

ბათუმში ჩატარებულ ღია საჭადრაკო ფესტივალზე ,,ბათუმის თასი 2021” გორელმა პატარა მოჭადრაკეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს. ამის შესახებ, ინფორმაციას გორის სპორტის სააგენტო ავრცელებს.

“10 წლამდე ჭაბუკთა შორის, ალექსი ინაურმა, მესამე ადგილი დაიკავა.  მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა აგრეთვე, 10 წლამდე გოგონათა შორის მარიამ ნუკრაძემ.  ამავე ასაკში, მარიამ ცაციაშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა. მეოთხე იყო, 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნუცა ამირეჯიბიც. ტურნირზე მონაწილეობას იღებდნენ გამოცდილი და წარმატებული მოჭადრაკეები საქართველოს სხვდასხვა რეგიონიდან” , – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, მწვრთნელთა კონკურსში საუკეთესოდ დასახელდა ოთარ დოლიძე (უმცროსი) – სახელოვანი გორელი მწვრთნელის, ოთარ დოლიძის შვილიშვილი და პაპის საქმის ღირსეული გამგრძელებელი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.