ა(ა)იპ “ხაშურსერვისის” თანამშრომელი, რომელიც სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ნუკრი ნოზაძე სასაფლაოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.
მის გათავისუფლებას ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი არ სურთ.
“საკითხზე კომენტარის გაკეთება დირექტორის მოვალეობაა“, – ამბობენ თანამშრომლები.
საკადრო ცვლილებამდე, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ადგილობრივების განცხადებები – ისინი ჩიოდნენ, რომ სასაფლაოს ტერიტორია მოუვლელი იყო.
დატოვეთ კომენტარი