ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამშენებლო სამუშაოებისას ქვეწარმავლების გამოსაზამთრებელ სამალავს მიაგნეს. ინფორმაციას ორგანიზაცია “ჰერპი” ავრცელებს.
“ადგილზე სამშენებლო სამუშაოები იწყებოდა და რადგანაც ვიდეო საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოიცვა, გაჩნდა ქვეწარმავლების მასობრივი განადგურების საფრთხე. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამის თავიდან ასაცილებლად და მივმართეთ კომპეტენტურ ადამიანებს. 17 თებერვალს, ამ სოფელს ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევრები ეწვივნენ, ადგილის დათვალიერების შემდეგ, ამოიყვანეს 134 ინდივიდი წითელმუცელა მცურავი, 1 ინდივიდი წენგოსფერი მცურავი და 1 ინდივიდი წყლის ანკარა. ჯამში, 136 ინდივიდი გველი მოგროვდა”, – აღნიშნულია “ჰერპის” გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, მოგროვებულ ქვეწარმავლებს ისინი უახლოეს მომავალში, ბუნებაში დააბრუნებენ