ახალი ამბები

გორში, სადგურის დასახლებაში 7 ოჯახი მეწყერ საშიშ ზონაში ცხოვრობს

გორში, სადგურის დასახლებაში 7 ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. საუბარია მიჩურინისა და გორიჯვრის ქუჩებზე მცხოვრებ ოჯახებზე, რომლებსაც გორის მერია საცხოვრებელი სახლების დატოვებას ურჩევს. 

სადგურის დასახლებაში ადგილობრივებს მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი შეხვდა. მან თითოეული მათგანი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მდგომარეობის გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლების დატოვება ურჩია“, – წერს გორის მერია. 

ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახებს ბინების ქირაობას სთავაზობს. 

მუნიციპალიტეტმა მაწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების კიდევ ერთხელ გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გორში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. მერიამ შვიდივე ოჯახს არსებული საფრხის შესახებ წერილობითაც აცნობა“, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.