უამინდობის შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტში დაზიანდა სახურავები და მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები. ადიდებულმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები.
ხაშურის მერიის ინფორმაციით, ზოგიერთ უბანზე შეწყეტილია გაზმომარაგება.
“რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა – უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები. ადიდებულმა წყალმა დატბორა გზები, მოსახლეობის ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ზოგიერთ ადგილას წყალმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია”, – აცხადებენ მერიაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მიმდინარეობს რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
“ეტაპობრივად მიმდინარეობს მოსახლეობისთვის შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდება. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები დატბორვისგან გამოწვეული პრობლემების ლიკვიდაციის მიზნით როგორც ქალაქ ხაშურში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება და დახმარებას მიიღებს ყველა მოქალაქე, ვინც ამას საჭიროებს”.