ახალი ამბები

გორში 70 წლის ქალს მანქანა დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერლა. შემთხვევა ერთ-ერთ დევნილთა დასახლებასთან მოხდა. ინფორმაციას ტვ მონიტორინგი ავრცელებს.ქალს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. მძღოლი კი, რომელიც მანქანას მართავდა, ფხიზელ მდგომარეობაში იყო. შსს-ში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მძღოლი დააკავონ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები