ახალი ამბები

სასწრაფოს კასპის ფილიალის დირექტორი გარდაიცვალა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კასპის ფილიალის დირექტორი ილია ბესტავაშვილი გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა შიდა ქართლის სხვადასხვა კლინიკებში.

“კლინიკა “იმედი” ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრის, არაჩვეულებრივი ადამიანის და მაღალი პროფესიონალის,ექიმ-ანესთეზიოლოგის, ილია ბესტავაშვილის გარდაცვალებას. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს და ახლობლებს”, – ინფორმაციას გორში მოქმედი ერთ-ერთი კლინიკა ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბესტავაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები