ხაშურში 27 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვლა.
შემთხვევა ბორჯომის ქუჩაზე მოხდა.
“მამაკაცი ახლქალაქიდან მოდიოდა, რა დროსაც კვების ობიექტთან შეჩერდა. როცა მანქანიდან გადმოვიდა და მას სხვა ავტომობილი დაეჯახა“, – უთხრეს “მოზაიკას”.
თვითმხილველის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლისას, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი