ახალი ამბები

2024 წლიდან  მერია შშმ სტუდენტებს სწავლის გადასახადს 5000 ლარით დაუფინანსებს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტი, რომელიც სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში, გორის მერიისგან ერთჯერადად 5 000 ლარით დაფინანსდება.

სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის დიანა ბერიძის თქმით, დადგენილება ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან.

“ერთჯერადად 5 000 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევათ  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე”, – აღნიშნა სამსახურის ხელმძღვანელმა.

სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერთჯერადი დახმარება გაეზრდებათ მარტოხელა მშობლებს, რომელთა ქულა 0-დან 150 000-მდეა. თანხა კი 500 ლარი განისაზღვრა.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.