გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მეორადი ნივთებისგან კერვას ასწავლიან.
სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ამ მიზნით მოსწავლეებს სოფო თუაევი, სამკერვალო “ატელია სომას” დამფუძნებელი ეწვევა.
“სოფიოს ვიზიტი სკოლაში ხორცილდება გორის მე-10 საჯარო სკოლის ეკო-კომიტეტის, ,,ეკო-თაობა“ ინიციატივით, რომელიც სკოლის საზოგადოებას ჩაუტარებს ლექცია-საუბარს ნარჩენების მართვის მიმართულებით, მათგან მოწვეული სპეციალისტი კი მიმდინარე კვირიდან დაეხმარება და ასწავლის მოსწავლეებს მეორადი ტანსაცმლის განახლებას, მათგან გამოსაყენებელი ნივთების შეკერვას”, – განმარტავენ სკოლის ადმინისტრაციაში.
მოსწავლეების მიერ შექმნილ ნაწარმს სკოლა საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს.
დატოვეთ კომენტარი