ახალი ამბები

ქარელის მერია საბავშვო ბაღებისთვის 82 000 ლარის სათამაშოებს შეიძენს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 23 საბავშო ბაღისთვის 82 000 ლარის სათამაშოებს შეიძენს. ამისთვის უწყებამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

მერია გეგმავს შეიძინოს 20-მდე დასახელების სათამაშო. 

“მოზაიკა” გთავაზობთ სათამაშოების ჩამონათვალს: 
  • მუშის ნაკრები 130 ცალი;
  • ლოტო “ცხოველები და მცენარეები” 130 ცალი;
  • ლოტო “ანბანი და ციფრები” 130 ცალი;
  • მანქანა 130 ცალი;
  • ცხოველების ნაკრები (გარეული)130 ცალი;
  • კინეტიკური ქვიშა სხვადასხვა ფერი 130 ცალი;
  • ფერადი ბურთების ნაკრები 65 ცალი;
  • ხის ფერადი ასაწყობი კოშკი 130 ცალი;
  • ფაზლი „ცხოველები შვილებით” 130 ცალი;
  • ისწავლე შეკრება და გამოკლება 130 ცალი;
  • თოჯინა 130 ცალი;
  • ბოულინგი 130 ცალი;
  • სამედიცინო ნაკრები ჩანთით 130 ცალი;
  • ხილი და ბოსტნეულის ნაკრები კალათით130 ცალი;
  • საყიდლების ურიკა 130 ცალი;
  • ჰულაჰუპი 130 ცალი;
  • სამზარეულო კარადა 65 ცალი;
  • საბავშვო ბურთი 130 ცალი,
  • კონსტრუქტორი მსხვილი დეტალებით 65 ცალი;
  • დინოზავრების ნაკრები 130 ცალი.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სათამაშოების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი