ახალი ამბები

ოკუპანტების მიერ მოკულულ თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს სამართალდამცავ უწყებაში დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. 

როგორც გარდაცვლილის ძმა, გივი გინტური ამბობს, გორის პოლიციაში თავადაცაა დაბარებული. 

“დღეს დამირეკეს, დაიბარეს ოჯახის წევრები, ჩემი ძმის მეუღლე, ვერ არის კარგად, წავიდა შვილი და მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. მეც შევუთანხმდი გორის პოლიციაში გამომძიებელს, რომ ოთხშაბათს მივალ და ვისაუბრებთ ყველაფერზე”,– ამბობს გივი გინტური. 

ინფორმაციისთვის, 6 ნოემბერს თამაზ გინტურს სოფელ კირბალში, ლომისის სალოცავში ყოფნის დროს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, ის მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადგილობრივი, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ის რამდენიმე დღეში გათავისუფლდა. თამაზ გინტური მშობლიური სოფლის სასაფლაოზე 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.