ახალი ამბები

გორის თეატრში ნინო მეგრელიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება 

29 ნოემბერს, გორის თეატრში ნინო მეგრელიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება.

დიმიტრი ხვთისიაშვილის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი “პრემიერა” 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ნინო მეგრელიშვილის დასახმარებლად გადაირიცხება, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. 

ბილეთების შეძენად დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 599 392 999. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.