“ორი ტრაილერი, სულ 15 ტონაზე მეტი ტანსაცმელი ჩავიტანეთ კასპში, ადამიანების დასახმარებლად. თქვენი შეგროვილია, ყველასი. ჩვენ, უბრალოდ მივიღეთ, გადავახარისხეთ, შევფუთეთ და ადრესატამდე ჩავიტანეთ”, – წერს აკა სინჯიკაშვილი, რომელიც გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად სხვადასხვა ნივთებსა და ტანსაცმელს აგროვებს.
მისი ინიციატივით, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყიდვის საშუალება არ აქვთ, პერიოდულად გროვდება, ხოლმე ნივთები. ამჯერად, შეგროვებული ტანსაცმელი კასპში ჩაიტანეს.
“აი, სახელებიც არ ვიცი არცერთის, მაგრამ დაგხვდნენ – კასპის მერი, მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და ძალიან ბევრი ხალხი. ჩამოგვატვირთინეს, სიხარულით მიიღეს, უზარმაზარი მადლობა დამაბარეს თქვენთან და უკვე დაიწყეს განაწილება სხვა, რამდენიმე რაიონის ხელმძღვანელობას კი არ გვანან, ქათმებივით რომ მემალებიან ხოლმე და თავისივე ხალხის დახმარება რომ ეზარებათ. კასპელებს კი უზარმაზარი მადლობა, დახვედრისთვის, დახმარებისთვის და სხვებზე ზრუნვისთვის აუცილებლად გავხსნით უფასო ტანსაცმელს , ყველა დიდ ქალაქში და ერთხელაც არავის აღარ გაუჭირდება ტანზე და ფეხზე ჩასაცმელი!”, – წერს სინჯიკაშვილი.