ახალი ამბები

რესურცენტრის უფროსები საჯარო მოხელები გახდებიან და ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილა. კანონპროექტით, რესურსცენტრის უფროსები საჯარო მოხელეები გახდებიან და მათზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონი გავრცელდება, რის შემდეგაც მათ ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ.

აღნიშნული ცვლილების შესახებ “მოზაიკა” ხაშურის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსს ესაუბრა.  ზვიად გოგუაძის თქმით, ცვლილება მათ პროფესიული და კარიერული განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

“ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები, რესურსცენტრის უფროსები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. შესაბამისად, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, ასევე პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ვერ ხორციელდება სათანადოდ.

საჯარო მოხელის სტატუსის დაბრუნება მოგვცემს შესაძლებლობას, ვისარგებლოთ ყველა იმ პროვილეგიით, განსაკუთრებით პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით, რაც პროფესიულ საჯარო მოხელეს აქვს. ცვლილების საბოლოო სახით დამტკიცების შემდგომ რესურსცენტრის უფროსის პოზიცია გაუტოლდება სამინსიტროს სამმართველოს უფროსის პოზიციას (იგულისხმება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი). ამასთან სოციალური თვალსაზრისით, ხელფასის მატებაც მისასალმებელია ამ დრომდე ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1350 ლარს”, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ.

დატოვეთ კომენტარი