კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის, 2021 წლის დასაწყისიდან 31 მაისის ჩათვლით, გორში არსებულმა კლინიკებმა სახელმწიფოსგან 1 635 480 ლარი მიიღეს, – ამის შესახებ, ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI აქვეყნებს.
აღნიშნული თანხა კლინიკებს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გადაურიცხა.
“ხელშეკრულებების ანალიზით დადგინდა, რომ კოვიდის მიმართულებით კლინიკების მობილიზებაში სააგენტომ 48 მილიონ ლარამდე დახარჯა”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.
როგორც ცნობილია, გორში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს “გორმედი” და სამხედრო ჰოსპიტალი იღებს.
“გორმედმა” სააგენტოსგან 608 880 ლარი, ხოლო ჰოსპიტალმა 849 600 ლარი მიიღო.
დატოვეთ კომენტარი