ახალი ამბები

გახარიას პარტია გორში ფეხბურთის ჩემპიონატს გამართავს

“ახალგაზრდული კვირეული #გორისაქართველოსთვის” , – ყოფილი პრემიერ-მინიტრის გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” გორში ახალგაზრდული კვირეული დააანონსა, რომელიც 27 ივლისიდან დაიწყო.

“კვირეულის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობები. დღეს გაიმართა შეხვედრა გორელ ახალგაზრდებთან. 28 ივლისს იქნება შეხვედრა პოლიტსაბჭოს წევრებთან და ასევე ინტელექტუალური თამაში “რა?სად?როდის”” , – აღნიშნული ინფორმაცია პარტიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

როგორც ცნობილია, კვირეულის ფარგლებში 29 ივლისს გორში და 30 ივლისს კარალეთში, 18:00 საათზე გაიმართება ფეხბურთის ჩემპიონატი.

31 ივლისს კი, ახალგაზრდები პარტიის ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ ატენში დასუფთავების აქციას გამართავენ.

დატოვეთ კომენტარი