ახალი ამბები

გამოძახებაზე მისულ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, გორში 17 წლის ბიჭი დააკავეს

გორში 17 წლის ბიჭი დააკავეს, რომელსაც შსს ორ პოლიციელზე თავდასხმას ედავება. 

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

არსებული ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდამ პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა გამოძახებაზე მისვლის დროს მიაყენა. 

შემთხვევა გორში გუშინ მოხდა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები