გორში შესაძლოა მასშტაბური ნაგავსაყრელი გაკეთდეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, ქვერნაკის დასახლებაში მცხოვრებლებლებს მერიისა შესაბამისი სამსახურისა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები შეხვდენენ და ნაგავსაყრელის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
“მოსახლეობას შეხვდნენ, 10-ჯერ უფრო დიდი ნაგავსაყრელი უნდა გავაკეთოთ მანდ, სტეფანწმინდიდან დაწყებული ახალციხემდე, რაც ნაგავია მანდ უნდა დავყაროთ და თქვენი პოზიცია გვაინტერესებსო. კუდით ქვის სროლას ცოტა დააკლდათ. ეს თუ გაკეთდა, ლილო და ნორიო მოგონება იქნება, გორი ისეთ დღეში ჩავარდება”, – წერს მერებაშვილი.
რა იგეგმება და რა სახის ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება, “მოზაიკა” დეტალებს გორის მერიაში არკვევს.