ახალი ამბები

გორის მერია ნაგავმზიდის შესაძენად 500 390 ლარს დახარჯავს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კონსოლიდირებული შესყიდვის საფუძველზე ხელშეკრულება გააფორმა შპს “ჯი-თი გრუპთან”, რომელმაც 2024 წლის სექტემბრამდე მერიისთვის 1 ნაგამზიდის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. 

აღნიშნული კომპანიისთვის გორის მერიას ავანსის სახით უკვე გადახდილი აქვს 200 156 ლარი. მიწოდების ვადად კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 370 დღეა განსაზღვრული. 

“აღნიშნულ ფასში შედის ნაგავმზიდის მიწოდების უზრუნველყოფა მიმწოდებლის ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით”, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.

დატოვეთ კომენტარი