ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. ნაზი თათანაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ ერთხმად გუშინ, 16 ოქტომბერს აირჩია.
ის მანამდე, აღნიშნულ სკოლაში ჯერ დირექტორის მოადგილის, შემდეგ კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა.
კეხიჯვრის საჯარო სკოლაში დირქტორის ადგილი გასულ წლიდან იყო ვაკანტური, რადგან იმჟამინდელმა დირექტორმა ლალი ოსიტაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის 18 სკოლიდან, სადაც დირექტორის არჩევნები ჩატარდა, კეხიჯვრის სკოლა ერთადერთია, სადაც ახალი დირექტორი აირჩიეს.
დატოვეთ კომენტარი