მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, გორის ბიბლიოთეკაში მოქმედი ამერიკის კუთხის ინიციატივით, ნინო ფსუტურმა გორში ეკო-კლუბი შექმნა, რომელიც იანვრამდე იმუშავებს. როგორც ფსუტურმა “მოზაიკას” უთხრა, ეკო კლუბში ამ დროისთვის ორი სკოლის 15 მოსწავლეა გაწევრიანებული.
“კლუბში ამჟამად 15 მოსწავლე გაწევრიანებული 2 სკოლიდან, “თამარიონი”და N8 საჯარო სკოლა. კლუბი იანვრის ბოლომდე იფუნქციონერებს”, – გვითხრა ფსუტურმა.
კლუბის ხელმძღვანელის თქმით, მისი მიზანია ახალგაზრდებს აუმაღლოს ცნობიერება გარემოს დაცვის, გენდერული თანასწორობის და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე.
“კლუბის მიზანია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება და სწორი დამოკიდებულების გაჩენა, მიდგომების, ღირებულებების ჩამოყალიბება და არამხოლოდ თეორიული მასალის გადაცემა, არამედ პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას, რაც მათ დაარწმუნებს, რომ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ”.
ეკო-კლუბის ფარგლებში, მოსწავლეები თვეში ორჯერ შეიკრიბებიან და სხვადასხვა აქტივობებს განახორცილებენ, მათ შორის იქნება დისკუსიები, პრეზენტაციები და თამაშები.
“ვერ დაველოდებით ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებს. რეალურად, ჯერ ჩვენ თვითონ უნდა დავიწყოთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ რამე კონკრეტული და შემდეგ შეიძლება მივცეთ ამას გლობალური სახე. სწორედ ეს გვინდა დავანახოთ მოსწავლეს, რომ თითეული ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ამ ქმედებით შეუძლიათ რეალურად შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ”.
ეკო-კლუბი გორის ცენტრალური ბიბლიოთეკის გორში ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში მოეწყო. როგორც კუთხის კოორდინატორი ამბობს, მოსწავლეთა დაინტერესება მაღალია და სწორედ ამიტომ, ისინი სხვა სკოლებთანაც გეგმავენ თანამშრომლობას.
“ჩვენი კუთხე სისტემატიურად ახორციელებს არაფორმალური განათლების შესახებ სხვადასხვა აქტივობებს ერთ-ერთია სწორედ ეკო კლუბი. სამომავლოდ გვინდა, რომ სხვა სკოლებთანაც გავაგრძელოთ მუშაობა”, – გვითხრა ინგა კასრაძემ.
მისივე თქმით, ახალი წლიდან ამერიკულ კუთხეში მოსწავლეებისთვის გვაქვს დებატ-კლუბის ჩამოყალიბებაც იგეგმება.
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).