გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდია დააწესა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტიპენდია ერთჯერადი იქნება.
“სტიპენდიის გაცემა განხორციელდება გიორგი სოსიაშვილის ფინანსური ხელშეწყობით. ერთჯერადი სემესტრული სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრა 300 ლარით”, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს გორის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი აწერს.
შეგახსენებთ, რომ მიშო ჯალაბაძე ორი თვის წინ ბათუმში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
დატოვეთ კომენტარი