ახალი ამბები

ისრაელში მყოფი 6 წლის ბავშვის საქართველოში გადმოსაყვანად ოჯახი დახმარებას ითხოვს 

6 წლის გოგონა, რომელიც ისრაელში სამკურნალოდ არის, კომაშია. საომარი მოქმედებების გამო, ოჯახი მის დაბრუნებას სამშობლოში დროულად ითხოვს. 

ოჯახის ახლობელის ინფორმაციით, გოგონას გადმოყვანა კერძო რეისით სურთ, რაშიც საზოგადოების დახმარება სჭირდებათ. 

“ჩვენი მეგობრის შვილია, 6 წლის გოგოა. აგვისტოდან ისრაელში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ოქტომბერია და ისევ სძინავს, იერუსალიმშია. ახლა კი ომშია. ომი რომ დაიწყო, ჯერ არ იცის, მაგრამ მინდა, რომ ვერც გაიგოს და თავის ქვეყანაში გაახილოს თვალი. ჩვეულებრივი ტრანსპორტირება ეკრძალება. ყველას ხომ გვყავს შვილები… დავეხმაროთ”, – ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში. 

ანგარიშის ნომერი: GE33TB7483436010100015

მიმღები: სალომე დავითიშვილი.

დატოვეთ კომენტარი