ახალი ამბები

“გორობა 2023” – ის კონცერტისთვის “მგზავრებმა” და “ქიმერამ” 30 600 ლარი მიიღეს 

8 ოქტომბერს გორში სახალხო ღონისძიება “გორის დღე 2023” ჩატარდა. დღის ბოლოს გაიმართა ჯგუფის “მგზავრები” და “ქიმერას” კონცერტი, რომელთანაც გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტომ. 

ორივე ჯგუფთან გაფორმდა 30600 ლარის ღირებულების მხელშეკრულება. 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტოს განმარტებით, აღნიშნულ ჯგუფები მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შეირჩა, შესაბამისად თანამშრომლობაც მათთან გადაწყდა. 

“8 ოქტომბერს დაგეგმილი სახალხო დღესასწაულის “გორობა 2023″-ს ფარგლებში საზეიმო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია მუსიკალური ჯგუფი “მგზავრები ” ბექა ონიანის ხელმძღვანელობით და მუსიკალური ჯგუფი ,,ქიმერა” დავით ძიძიგურის ხელმძღვანელობით, რომლებიც გაწევრიანებულები არიან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში, როგორც შემსრულებლები, მიიღებს მონაწიელობას 8 ოქტომბერს ქ. გორში სახალხო დღესასწაულ ” გორობა 2023″-ში. ზემოაღნიშნული შემსრულებლები შეირჩა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რადგან ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობს გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შორის”, – განმარტავს სააგენტო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში. 

რაც შეეხება ადგილობრივ ჯგუფს SOFT WAVE,  რომელის ასევე მონაწილეობდა აღნიშნულ საღამოში, მასთან რაიმე სახის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და შესაბამისად, არც ჰონორარი მიუღიათ, რადგან ისინი კონცერტში უფასოდ მონაწილეობდნენ. 

საერთო ჯამში, აღნიშნული დღისთვის გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტომ 34 000 ლარამდე თანხა დახარჯა.

დატოვეთ კომენტარი