ხიდისთავის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “შუშპარი” მე-7 კლასელი ბიჭის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. მოცეკვავეები კოცერტიდან მიღებული თანხით თანასკოლელ გიორგი მაწონაძეს დაეხმარებიან, რომელსაც ლეიკემია დაუდგინდა და ახლა მკურნალობის კურსს თურქეთში გადის.
“სწავლა რომ დაიწყო მოსწავლეებმა მასწავლებლებმა ყველამ ერთად გადავწყვიტეთ რომ მის დასახმარებლად საქველმქმედო ღონისძიება ჩაგვეტარებინა. ამისათვის ერთი თვე მოვემზადეთ და ამ პარასკევს უკვე კონცერტს ვმართავთ”, – გვითხრა თენგო დვალიშვილმა, ანსაბლის ხელმძღვანელმა.
თენგო დვალიშვილის თქმით, მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რათა მათ სხვებზე ზრუნვის და სხვების დახმარების სურვილი ადრეულ ასაკშივე გაუჩნდეთ.
“ქველმქმედების კეთება უნდა შეეძლოს ყველას და ამას რაც უფრო ადრეულ ასაკში მიეჩვევა ადამიანი, მით უკეთესია, ჩემი აზრით”.
“შუშპარის” საქველმოქმედო კონცერტი გორის კულტურის ცენტრში 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება.
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).