ახალი ამბები

“ქვეყნის მომავალი დიდწილად სწორედ მასწავლებლებზეა დამოკიდებული” – ქარელის რესურსცენტრის უფროსი 

მასწავლებლის „ხელი“, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება ეტყობა ადამიანს, – უთხრა “მოზაიკას” ქარელის რესურსცენტრის უფროსმა. 

გიორგი კობახიძის თქმით, ქვეყნის მომავალი დიდწილად სწორედ მასწავლებლებზეა დამოკიდებული. 

“პროფესიის სირთულე კი სწორედ იმ უდიდესი პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობს, რომელიც უკვე ვახსენე, თუმცა ყეველდღიურობაში, თანამდროვე მასწავლებელსაც დაახლოებით იგივე სირთულეები აქვს, რომლებიც ათასობით წლის წინ მის მესოპოტამიელ კოლეგას ჰქონდა: მიუხედავად იმისა, რა ტექნოლოგიებს დანერგავთ სკოლაში, სწავლა-სწავლების რა თანამედროვე მეთოდებს გამოიყენებთ, სწავლების პროცესი მაინც რჩება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის ურთულეს ხელოვნებად”, – აღნიშნა კობახიძემ. 

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი