ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს 19000 ლარის სამზარეულოს ტექნიკა შეუძინეს

ქარელის მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღს ელექტრო ხორც-საკეპი მანქანები, მაცივრები და ელექტრო ქურები შეუძინეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 19 000 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულის შესახე ქარელის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ თურქაძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.

“მოგეხსენებათ,რომ ხდებოდა საბავშო ბაღებში შეტანილი ხორცის ხელით გადამუშავება,ამიტომ საჭირო გახდა ელექტრო ხორც-საკეპი მანქანების შეძენა. ასევე, მოთხოვნის საფუძველზე მოხდა მაცივრების და ელექტრო ქურების შეძენაც. ბიუჯეტიდან ამისთვის 19 000 ლარი დაიხარჯა”, – აღნიშნა ვახტანგ თურქაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი