ქარელის მუნიციპალოტეტის სოფელ კოდავარდის უბნის მინი სტადიონზე 3 თვეა ნათურები გადაიწვა, თუმცა მისი შეცვლა ამ დრომდე არ მომხდარა.
როგორც ენმ -ს წევრმა ქარელის საკრებულოში თამარ დიასამიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, ამის შესახებ ამ სოფლის მაცხოვრებლებმა აცნობეს.
“ყოველდღე მირეკავენ ბავშვები და მთხოვენ იქნებ რაიმე გვიშველო, 3 თვეა სტადიონზე სიბნელეში გვიწევს თამაში. რით ვერ მოხერხდა განათებების შეძენა, რამდენიც ვიკითხე იმდენჯერ მითხარით, რომ ჯერ არ შეგიძენიათ” , – თქვა თამარ დიასამიძემ.
საკითხს ქარელის საკრებულოს თავჯომარე ჯუმბერ შუბითიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტადიონებზე განათებების პრობლემა სხვა სოფლებშიცაა.
“ჩემ სოფელში, ბრეძაშიც იგივე მდგომარეობა იყო და ნათურები ჩემი ხარჯით შევიძინე, ასევე თვითნ იყიდა მიხეილ ხათაშვილმა დირბის სტადიონისთვის. მანდ ჩვეულებრივი ნათურები არ ყენდება, “პროჟექტორები” უნდა”, – განაცხადა შუბითიძემ.