ახალი ამბები

ხაშურში საბავშვო ბაღები კომპიუტერებით და ინტერნეტით აღიჭურვა

ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული 18 საბავშო ბაღი კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით აღიჭურვა, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის საბავშო ბაღების გაერთიანების უფროსი ლელა გელაშვილი ავრცელებს.

“სასწავლო სააღმზრდელო წლის დასაწყისში ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და მოხდა ინტერნეტით უზრუნველყოფა. შესაბამისად, საჭირო გახდა დაწესებულებების დირექტორების გადამზადება კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით”, – წერს ლელა გელაშვილი.

დატოვეთ კომენტარი