გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც 10 წლის ბავშვს დენმა დაარტყა, გორის მერის მოადგილემ განცხადება გააკეთა. ნიკა ღვინიაშვილი ამბობს, რომ მერიის შესაბამისი სამსახური მოკვლევას დაიწყებს.
მერის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მიმართა მერიამ სამართალდამცავებს ან მიმართავს თუ არა მომხდარის გამოსაძიებლად.
“ბავშვი საბედნიეროდ, კარგადაა. მერიის შესაბამისი სამსახური, მწარმოებელ კომპანიასთან ერთად დაიწყებს მოკვლევას. აღნიშული სტადიონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაკეთდა და ჯერ არ ჩაბარებულა. მე როგორც ვიცი, სამართალდამცავ ორგანოებში არ არის ზარი შესული მომხდართან დაკავშირებით. რაც შეეხება, იმას დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ამას დაადგენს სამართალდამცავი უწყება”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.