ხაშურის მერია სახალხო დღესასწაულისთვის მუსიკალურ შემსრულებლებს ეძებს. უწყების მიერ გამცხადებული ტენდერის მიხედვით, “ხაშურ ქალაქობისთვის” იგეგმება 8-წვრიანი ჯგუფის დაქირავება.
მერიის მოთხოვნაა, რომ ჯგუფს ჰქონდეს საკუთარი მუსიკალური ინსტრუმენტები და მის შემადგნელობასი ერთი ქალი და ერთი კაცი სოლისტი იყოს.
“მათ უნდა ქონდეთ მუსიკალური ინსტრუმენტები, მათშორის საყვირი, საქსაფონი და ტრომბონი. მათ პოპულარული სიმღერები უნდა იმღერონ ცოცხლად და პროგრამ უნდა გაგრძელდეს 1 საათი და 30 წუთი”, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამავე ტენდერის მიხედვით, დღესასწაულისთვის დაგეგმილია ქართული ხალხური ცეკვის და სიმღერის ანსაბლის დაქირავებაც.
“ანსაბლი უნდა შედგებოდეს 50 წევრისგან და უნდა ქონდეს 15 წლიანი აქტიური მოღვაწეობის გამოცდილება”, – ნათქვამია მერიის მოთხოვნებში.
ღონისძიებაზე ასევე დაუკრავს დიჯეიც.
“იგი უნდა იყოს ენერგიული,რომელსაც 1 საათიანი პროგრამა ექნება”, – აღნიშნავს მერია.
ინფორმაციისთვის, “ხაშურ ქალაქობა” 14 ოქტომბერს გაიმართება და სახალხო დღესასწაულისთვის ბიუჯეტიდან 76 500 ლარი დაიხარჯება.