სახალხო დღესასწაული “ხაშურ ქალაქობა 2023” 14 ოქტომბერს გაიმართება.
ღონისძიებების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 500 ლარი გამოიყო, – თქვა საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლელა მაჭარაშვილმა.
“სახალხო დღესასწაული “ხაშურ ქალაქობა 2023″ წელს 14 ოქტომბერს გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდნ 76 500 ლარი იქნა გამოყოფილი. თანხის მოთხოვნა იყო კულტურის და სპორტის სამსახურისგან და ჩვენ ეს თანხა გამოვყავით”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
როგორ და რა ღონისძიებებისთვის გადანაწილდება გამოყოფილი თანხა, ჯერჯერობით უცნობია.
დატოვეთ კომენტარი