გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდებს გაუჩნდა.
თავდაპირველად “მოზაიკას” აცნობეს, რომ ხანძარი ამბულატორიის ძველ შენობას გაუჩნდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა.
ადგილობრივების ცნობით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
“ეკალბარდებს ეკიდა ცეცხლი, დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, არავინ დაშავებულა”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია, გამომწვევი მიზეზი უცნობია.
დატოვეთ კომენტარი