ენმ-ს ფრაქციას ხაშურის საკრებულომ კაბინეტში დაუდგა კომპიუტერი, რომელიც არ მუშაობს. ამის შესახებ ხაშურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ეკატერინე პაპუაშვილი ავრცელებს ინფორმაციას.
მისი თქმით, ფრაქცია ორი წლის განმავლობაში ითხოვდა სამუშაო კომპიუტერს, თხოვნა შეუსრულეს, თუმცა კომპიუტერი არ ჩაირთო.
“საკრებულოში მოღვაწეობის ორი წლის თავზე. საჩუქარი გაგვიკეთეს ფრაქციას და როგორც იქნა, ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დღეს, გავიხარეთ, როცა ოთახში კომპიუტერი დავინახეთ. სამადლობელი პოსტიც მზად მქონდა, მაგრამ ვინ გაგახარებს დიდხანს, – ჩავრთეთ და არ მუშაობს. ანუ, ორი წლის შემდეგ დავიმსახურეთ კომპიუტერი და თუ კარგად მოვიქცევით, კიდეც ჩაგვირთავენ. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიყვარხართ”, – წერს პაპუაშვილი.