მაიკო კოკოშვილმა ჯუთის ძაფებით ქსოვა ინტერნეტით ისწავლა. ახლა ის საინტერესო ნივთებს ქმნის და გამოფენებშიც მონაწილეობს.
მაიკომ ხელნაკეთი ნივთების დამზადება პირველად შვილის გამო დაიწყო.
“ხელნაკეთი ნივთების დამზადება სამი წლის წინ დავიწყე. ჩემს შვილს საბავშვო ბაღში სხვადასხვა თემაზე აძლევდნენ დავალებებს მეც მასთან ერთად ვიჯექი და ვქმნიდი ნივთებს. მივხვდი, რომ ამ პროცესმა დამაინტერესა და დავიწყე ინტერნეტში სხვადასხვა ვიდეოების დათვალიერება, ასე ვისწავლე ჯუთის ძაფით ქსოვაც“.
თავდაპირველად, მაიკო ნივთებს მეგობრებისთვის და შვილის პედაგოგებისთვის ქმნიდა, თუმცა მოგვაინებით, მეგობარმა მათი გაყიდვა ურჩია.
“ნივთებს ძირითადად საკუთარი თავისთვის, მეგობრების და ჩემი შვილის მასწავლებლებისთვის ვამზადებდი და დღესასწაულებზე ვჩუქნიდი. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ძალიან მოწონდა ჩემი ნამუშევრები და საკუთარ მაღაზიაში კუთხეც მიუჩინა გასაყიდად. გამოფენებზეც ყოფილა ჩემი ნივთები და ძალიან მოსწონთ“.
მაიკო მეორე შვილს ელოდება და ბავშვის გაჩემის შემდეგ, საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას გეგმავს.
“გამორჩეული ნივთი, რომელიც დამიმზადებია, იყო როიალი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა, თუმცა გავყიდე, სხვათაშორის ემიგრანტმა ქალბატონმა შეიძინა. ბევრი საინტერესო ნივთები მაქვს შექმნილი. ახლა პატარას ველოდები და ცოტახნით არ ვმუშაობ. როგორც კი მოვახერხებ, აუცილებლად გავაგრძელებ ამ საქმეს“.