ახალი ამბები

ხაშურში, ზემო სერის ტყე-პარკში საპირფარეშო და კაუჩუკის მოედანი მოეწყობა 

ხაშურში, ზემო სერის ტყე-პარკში სველი წერტილის და კაუჩუკის მოედნის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებითვის 103 618 ლარია გათვალისწინებული. 

პროექტის მიხედვით, საპირფარეშო და კაუჩუკის მოედანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 63 დღეში უნდა მოეწყოს. 

შეგახსენებთ, რომ ზემო სერის ტყე-პარკის მშენებლობა თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. ამ დროისთვის დასრულებულია პროექტის პირველი ეტაპი, სრულად დასრულების თარიღად კი ოქტომბერი დასახელდა. 

პირველი ეტაპის ფარგლებში მოეწყო გარე განათებები, ფანჩატური, სარბენი და ველო ბილიკები. უკვე დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სკამები, მაგიდები და ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები. 

დატოვეთ კომენტარი