ახალი ამბები

“კასპში შშმ პირი მანქანაში ჩასვეს, წაიყვანეს და სცემეს” – ირაკლი მილაძე

კასპში შშმ პირი მანქანაში ძალით ჩასვეს, წაიყვანეს და სცემეს, – ამ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე ავრცელებს. 

როგორც მილაძე წერს, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ადგილობრივებმა მეტეხთან იპოვეს. მას სახის არეში აგურით მიყენებული იარები აქვს. 

“გუშინ შეაღამებისას ლიბრეში წვენის საყიდლად შესულა. როდესაც გარეთ გამოვიდა მაღაზიიდან 50 წლამდე მამაკაცი აჰყვა, რომელმაც მანქანით გასეირნება შესთავაზა. უარი უთქვამს გიორგის, თუმცა ძალით ჩაუსვია. ამის შემდეგ მეტეხისკენ წაუყვანია სადგურის ტერიტორიასთან და სასტიკად უცემია. ნარტყამი აქვს აგური და როგორც ირკვევა, ამ დროისთვის წელსქვემოთ მოწყვეტილია”, – წერს მილაძე. 

მისი ცნობით, მამაკაცი ამ დროისთვის მცხეთის კლინიკაში იმყოფება. 

“იმდენი შესძლო სასტიკად ნაცემმა შშმ პირმა, რომ პიროვნების სახელიც თქვა და მანქანის მარკა და ფერიც გაიხსენა. ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ნაცემი რაღაც შენობასთან დააგდეს, ცოტა ხანში სხვა პიროვნებებთან ერთად მისულა და ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ უკვე მკვდარი იყო თურმე. ამ დროიათვის პირი ამოცნობილია და მასზე ძებნაა გამოცხადებული”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები