გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუაბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
დაწესებულების ცნობით, უნიკალური არტეფაქტები არეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს.
“გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეორე წელია, ქვ ნიქოზში მიმდინარეობს არეოლოგიური გათხრები, რომლის ფარგლებში აღმოჩენილია რეგიონში პირველი, შუაბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი, უნიკალური არტეფაქტებით”, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
აღმოჩენის შესახებ, არქეოლოგიურ ველზე სპეციალური ბრიფინგი 31 აგვისტოს 12 საათზე გაიმართება.
დატოვეთ კომენტარი